ნეპოტიზმი ევროპარლამენტში
რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად სიძე, ანუ დის მეუღლე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას POLITICO, ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას სპიკერის მიერ მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკვე მრავალი წელია მეთიუ ტაბონე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას გუნდის წევრია. მან ევროპარლამენტში, რობერტა მეცოლას თანაშემწედ მუშაობა 2013 წელს. როგორც POLITICO იუწყება, რობერტა მეცოლას საკუთარი დის მეუღლისთვის მაღალი პოსტის გადაცემა ჯერ კიდევ 2022 წელს სურდა, თუმცა ევროპარლამენტში ე.წ. კატარგეითის კორუფციული სკანდალის აგორების შემდეგ ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, მალტელმა დეპუტატმა, აგიუს სალიბამ რობერტა მეცოლას გადაწყვეტილება ნეპოტიზმად შეაფასა