ბრძოლა გაუმჭვირვალობისთვის
ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - 9 საათზე მეტია რაც საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით გამწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტების ნაცვლად, უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებს იშველიებს. მეტი დრამატიზმისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ნაც-აქტივიც იყო შეკრებილი. მოგვიანებით მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები შეამცირა და პირველივე დღეს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა მოხსნა, რაც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. ეს კი მანამდე მოხდა სანამ მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდოდა. ამით მოსარჩელე მხარის სისუსტე გამოჩნდა და აჩვენა რომ სარჩელს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
