ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა
ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა. მიკროავტობუსების ნაწილი მოემსახურება ხელვაჩაურის 64 სოფელს. 38 მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს. ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება
