საბერძნეთში ტურისტულ ქალაქ ვოლოსში სანაპიროზე გარიყული ასობით ათასი მკვდარი თევზის შეგროვება დაიწყეს
საბერძნეთში ტურისტულ ქალაქ ვოლოსში სანაპიროზე გარიყული ასობით ათასი მკვდარი თევზის შეგროვება დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, მტკნარი წყლის თევზები ვოლოსის პორტში წყალდიდობის შემდეგ აღმოჩნდნენ და მარილიან წყალში მოხვედრისთანავე დაიხოცნენ. ვოლოსში ამ დრომდე წყლიდან 40 ტონა თევზი ამოიღეს.