ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 5 შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს
ისრაელელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 5 შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი მეჩეთში იმალებოდნენ. ლიკვიდაცია კი მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. ცაჰალში განმარტავენ, რომ დაღუპულებს შორის რადიკალური დაჯგუფების ლიდერიცაა, რომელსაც ისრელი ტერაქტების დაგეგმვაში ადანაშაულებდა. დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ფართომასშტაბიან ოპერაციას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ღრმად შემაშფოთებელი უწოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ისრაელს მოუწოდა, დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა შესაძლო ზომა მიიღონ.
