ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯეიკ სალივანს ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯეიკ სალივანს ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჩჟან იუსიასთან შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის გზებზე იმსჯელა. ჯეიკ სალივანი დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის, რის შემდეგაც პეკინში რამდენიმედღიან ოფიციალურ ვიზიტს დაასრულებს. სალივანის ჩინეთში ვიზიტის მიზანი, ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების დასტაბილურებაა.
