რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები ქალაქ სუჯისა და ლგოვის სიახლოვეს მიმდინარეობს
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები ქალაქ სუჯისა და ლგოვის სიახლოვეს მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების გამო ლგოვში სარკინიგზო გზები დაზიანდა. ოფიციალური კიევის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 100 ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები კი წერენ, რომ რუსეთის სიღრმეში უკრაინელების წინსვლა შენელდა. „ფორინ პოლისის“ მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კურსკის ოპერაციამ უკრაინას მოკლევადიანი წარმატება მოუტანა, თუმცა დასავლეთი გრძელვადიან შედეგს ნაკლებად პროგნოზირებს.
