რუსთავში ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს.
