იმერეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს
იმერეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. ლევან ზალკალიანი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე და სამომავლო გეგმებზე. ლევან ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე შეცვალა.
