პაველ დუროვს ბრალი წაუყენეს
„ტელეგრამის“ დამფუძნებელს, პაველ დუროვს, აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენეს. ის პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ კვირაში ორჯერ გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში და საფრანგეთს არ დატოვებს. პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობის ბრალდებით. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა.
