ჩინეთისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ახლო მომავალში ახალი მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა განიხილეს
ჩინეთისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ახლო მომავალში ახალი მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა განიხილეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვიდეოზარის საშუალებით სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტი შედგება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სამშაბათს ჩინეთში 2 დღის წინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.
