ანტონიუ გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს
გაეროს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ანტონიუ გუტერეშის თქმით, ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ინფორმაცია დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ გავრცელდა.
