ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის „დაეხმარე უკრაინას“ დამფუძნებელს, ბრალი წაუყენა
ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის „დაეხმარე უკრაინას“ დამფუძნებელს, ბრალი წაუყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ გერგელმა ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივ ცენტრ „როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ნაწილი მიითვისა. ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა, თუმცა გაირკვა, რომ ფონდი თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან დაფინანსების მიღების შემდეგ გერგელმა 2 მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით კი ფონდის ანგარიშიდან 6 მილიონამდე კრონი გაანაღდა და პრაღაში ბინა იყიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
