საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. როგორც მოსამართლეებმა ჟურნალისტებთან თქვეს, სასამართლო დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადავო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლოსგან კანონის ამოქმედების სრულად შეჩერებას სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.
