დემოკრატიის ფესტივალი ამჯერად თბილისში გაიმართება
დემოკრატიის ფესტივალი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, ამჯერად თბილისში გაიმართება. ფესტივალი ლევან ცუცქირიძის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად ცნო, და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორი, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი და მისი დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე, კანონის წინაშე ვალდებულები არიან პოლიტიკურ საქმიანობას გაემიჯნონ ან პარტიების მსგავსად, ფინანსური დეკლარაციები შეავსონ. უმრავლესობას კითხვები მათ დონორებთანაც აქვს - დანიურ მხარესთან, რომელიც ფესტივალის დამფინანსებელია.