„ოაზისის“ დაბრუნება
ლეგენდარული „ოაზისი“ სცენაზე ბრუნდება. ჯგუფის აღდგენის შესახებ განცხადება „იქსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ბრიტანული ბენდი, რომელიც 15 წლის წინ, ნოელ და ლიამ გალაჰერებს შორის არსებული უთანხმოების გამო დაიშალა, ახალ სიცოცხლეს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაგეგმილი ტურნეთი დაიწყებს. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო როკ ჯგუფად აღიარებული „ოაზისი“, პირველ კონცერტს მომავალი წლის ზაფხულში გამართავს

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები