პასუხი დეზინფორმაციაზე
ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი, ისე დემოკრატიის პრინციპებს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტული დანაშაულებების ჩამონათვალს აქვეყნებს
