აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და პარაგვაის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლი აკისრია, აქედან გამომდინარე სასურველია თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ბიზნესის, ტურიზმის და განათლების კუთხით