იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო
იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაწყებულია. სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძე წერს, რომ ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
