საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს
მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700. პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც
