ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავა
ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ერლინდ ცეკაი დააკავა. ალბანეთის მოქალაქე, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. გამოძიების ცნობით, ის „მილტონ ჯგუფის“ თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. ერლინდ ცეკაი ბიზნესმენ ალმათ იოსიფის ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას ეკუთვნის, რომელმაც გერმანიის მოქალაქეებს თაღლითური გზით ექვსი მილიონი ევრო გამოსძალა. გამოძიების ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის წარმომადგენლები ქოლ-ცენტრების საშუალებით ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოტყუებით მილიონობით ევროს იღებდნენ. გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2021 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ქოლ-ცენტრების საშუალებით თაღლითურად ფინანსური ინვესტიციები 17 ათასზე მეტ ადამიანს ჩაადებინეს. მილტონ ჯგუფი დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან , BBC-ს საგამოძიებო ფილმში მილტონ ჯგუფის ჩრდილოვან მმართველად სწორედ კეზერაშვილია დასახელებული. ასევე ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ცეკაი კავშირშია დავით კეზერაშვილის ბიძაშვილთან , ასევე ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ბინიაშვილთან
