საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. გამწესრიგებელი სხდომა ხვალ გაიმართება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდის შეფასებით კი, ყველა ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს
