დემოკრატიის ფესტივალი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, ისევ გაიმართება, ამჯერად ბათუმში
დემოკრატიის ფესტივალი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, ისევ გაიმართება, ამჯერად ბათუმში. „დემოკრატიული ფესტივალი“ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება. „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე. განმარტებები ჯერჯერობით არ კეთდება დანიის საელჩოშიც. „ლელოში“, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მათთან გაერთიანებაში , რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად ცნო, პრობლემას ვერ ხედავენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ზღვარი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრო სექტორს შორის დიდი ხანია წაშლილია