იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ
იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედა-შვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული. კაზერტის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, შედეგად ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
