წითელ ზღვაში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰუსიტები თავს დაესხნენ
წითელ ზღვაში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰუსიტები თავს დაესხნენ. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა. პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკერს მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა და შიიტი ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობმა გაჟონვა დაიწყო. პენტაგონის განმარტებით ტანკერზე თავდასხმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდადან მოხდა.