რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის
რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის. ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერი ხანძარი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ბაზა რუსეთის არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებდა. ოლქის გუბერნატორის თქმით, გასულ ღამეს როსტოვის რაიონში ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურეს. დრონების თავდასხმის შესახებ ცნობა ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.