მარიამობის დღესასწაული იზეიმეს ბოდბის დედათა მონასტერში
მარიამობის დღესასწაული იზეიმეს ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა. მომლოცველები წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ. თარიღთან დაკავშირებით ბოდბელმა ეპისკოპოსმა წირვა-ლოცვა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, მარიამობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.