მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს მარიამობაა - მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ, წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი: ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო.
