„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. ღონისძიება გაიმართა ონში. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ანსამბლი „გორდელა“, მარიამ შენგელიას ბენდი, სალომე ბაკურაძე, „თეატრალური კვარტეტი“ და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. მომღერლებმა მმართველ პარტიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. მათი თქმით, ამ მხარდაჭერის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ხვალ კონცერტი თიანეთში გაიმართება.