საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700. პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.
