ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ერლინდ ცეკაი დააკავა
ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ერლინდ ცეკაი დააკავა. ალბანეთის მოქალაქე, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. გამოძიების ცნობით, ის „მილტონ ჯგუფის“ თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. ერლინდ ცეკაი ბიზნესმენ ალმათ იოსიფის ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას ეკუთვნის, რომელმაც გერმანიის მოქალაქეებს თაღლითური გზით 6 მილიონი ევრო გამოძალა. გამოძიების ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის წარმომადგენლები ქოლცენტრების საშუალებით ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოტყუებით მილიონობით ევროს იღებდნენ. გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2021 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ქოლ-ცენტრების საშუალებით თაღლითურად ფინანსური ინვესტიციები 17 ათასზე მეტ ადამიანს ჩაადებინეს. მილტონ გრუპი დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან, BBC-ის საგამოძიებო ფილმში მილტონ გრუპის ჩრდილოვან მმართველად სწორედ კეზარაშვილია დასახელებული. ასევე, ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ცეკაი კავშირშია დავით კეზერაშვილის ბიძაშვილთან, ასევე ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ბინიაშვილთან.