დღეს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
დღეს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. წლევანდელი კინოფორუმი ტიმ ბიორტონის ფენტეზის ჟანრის კომედიით „ბითლკიუს, ბითლჯიუს“ გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს. უკვე ცნობილია, რომ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს ლომს“ ავსტრალიელ რეჟისორს, პიტერ უირს და ამერიკელ მსახიობს, სიგურნი უივერს გადასცემენ. ფესტივალი საზეიმოდ 7 სექტემბერს დაიხურება.
