დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე საბრალდებო დასკვნა ხელახლა წარუდგინეს
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე საბრალდებო დასკვნა ხელახლა წარუდგინეს. სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას, თუმცა ამსუბუქებს მათ ნაწილს. ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია. წაყენებულ ბრალდებებს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში ჩარევის მცდელობას უწოდებს.
