ლავროვი: დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს
„დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვმა დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ რუსეთი საკუთარი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას ახდენს და მოუწოდა, ცეცხლს არ ეთამაშონ.
