უკრაინა შეერთებულ შტატებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ობიექტების სიას წარუდგენს
უკრაინა შეერთებულ შტატებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზე თავდასხმასაც, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით გეგმავს - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონისთვის ამგვარი სიის მიწოდება ხელს შეუწყობს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას, დააჩქარებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას და შესაძლებელს გახდის უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ობიექტების სიას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი ერმაკი მიმდინარე კვირას ვაშინგტონში წარადგენენ.
