კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს
კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს სადგურის მონახულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, სადგურის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ. „ბირთვული ავარია არ შეიძლება მოხდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა გროსიმ. მანამდე მოსკოვმა კიევი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
