„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მორიგი ღონისძიება ამჯერად, ონში გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ანსამბლი „გორდელა“, მარიამ შენგელიას ბენდი, სალომე ბაკურაძე, „თეატრალური კვარტეტი“ და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. მომღერლებმა ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა მმართველ პარტიას. მათი თქმით, ამ მხარდაჭერის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ხუთშაბათს კი, კონცერტი თიანეთში გაიმართება.
