წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, მთელი რიგი რეგულაციებიც ამოქმედდა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, მთელი რიგი რეგულაციებიც ამოქმედდა. ცესკო აცხადებს, რომ პირველად ისტორიაში, უბნების 90%-ში არჩევნები ელექტრონული გზით ჩატარდება. 26 ოქტომბერს, ამომრჩევლები 4 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. ცესკომ განკარგულებით სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დანიშნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს გაიმართება. ამას გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს.
