ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს, კანონი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ავალდებულებს. ანტიკორუფციულმა ბიურომ მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ, დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი-საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი და პოლიტიკური მიზნები გაცხადებულია საჯაროდაც, მაგრამ პოლიტიკურ პარტიად არ რეგისტრირდება. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, დარღვეულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი. ამ განცხადებას მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ყალბს და მავნეს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ლევან ცუცქირიძე უნდა ჩამოყალიბდეს, ის წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას თუ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმჭვირვალობაში ოპოზიციური პარტიებიც ამხილა.