გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი სრულდება. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ექსკლუზიურ მასალებს მოიცავს, საზოგადოებას წარედგინა აჯანყებულთა თემაზე შექმნილი ორი ახალი წიგნიც. გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
