გაუმჭვირვალე ოპოზიციური პარტიები
ზემოთ ხსენებული კონკრეტული ორგანიზაციის მაგალითზე ჩანს, რომ რადიკალურ ფლანგზე პარტიები უცხოეთიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდებიან, რაც სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ის, რომ ამ პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს, დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომაც თქვა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით ეს პარტიებია: „ევროპული საქართველო“, ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაც-მოძრაობა“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, ხაზარაძის „ლელოს“ კოალიცია, ელენე ხოშტარია და გვარამია-მელიას პარტია. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს ფინანსური დოკუმენტაციის გასაჯაროებისთვის ვადა, 31 აგვისტომდე აქვთ.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
