სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმების გამო კაშხალი დაინგრა
სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმების გამო კაშხალი დაინგრა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. გაეროს ცნობით, დიდი ტერიტორიის დატბორვის შედეგად, დაზარალდა 20 სოფელზე მეტი, დაიღუპა 30 ადამიანი და 200 ზე მეტი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გაეროს მონაცემები კაშხლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ასახავს. იქ 50 ათასზე მეტი ადამიანის საცხოვრებელია დაზიანებული. ამ დროისთვის კაშხლის მეორე მხარე წყალდიდობის გამო მაშველებისთვის ჯერ მიუწვდომელია.
