უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთში ჩავიდა
უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთში ჩავიდა. ის ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. მედია წერს, რომ სალივანის ვიზიტის მიზანი ამერიკისა და ჩინეთის ლიდერების ახალი შეხვედრის მომზადებაა. BBC-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დასრულებას ცდილობს. ჯეიკ სალივანმა პეკინში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოებების ეფექტიანი მოგვარებაა.
