ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 100 დასახლებას აკონტროლებენ
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 100 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კურსკის სამხედრო ოპერაცია, უკრაინის ომში გამარჯვების გეგმის ნაწილია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ ოპერაციამ უკრაინის რამდენიმე რეგიონის, მათ შორის სუმისა და ხარკოვის ოლქის ოკუპაცია შეაჩერა. ფრონტის ხაზიდან რუსული ჯარების კურსკის მიმართულებით გადაჯგუფების შესახებ ცნობა უკრაინის არმიის ხელმძღვანელმა დაადასტურა. თუმცა ალექსანდრ სირსკიმ ისიც თქვა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე უკრაინულ პოზიციებს კვლავ ინტენსიურად უტევს.
