თბილისის მერი გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერი. თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გიორგი კობერიძის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენი მეგობარი და კოლეგა, გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
