თბილისის მერია „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს
თბილისის მერია „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, 115 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების განახლებას.
