2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
რეგისტრირებული 47 ათასიდან 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
