პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 3 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
