„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. დღეს კონცერტი ონში, აღმაშენებლის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე მარიამ შენგელია და მისი ბენდი „მიქსტურა“, „გორდელა“, სალომე ბაკურაძე, „თეატრალური კვარტეტი“ და მაგდა ნიკოლეიშვილი იმღერებენ.
