კახელები შეურაცხყოფის სამიზნე, ამჯერად დავით ზურაბიშვილისგან გახდნენ
კახელები შეურაცხყოფის სამიზნე, ამჯერად დავით ზურაბიშვილისგან გახდნენ. ზურაბიშვილი კახეთს პრორუსულ რეგიონს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი კახეთში ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება. ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციონერი აქტივისტის პოსტს მოჰყვა, რომელიც წერს, რომ ისედაც უშანსოდ დარჩენილ ოპოზიციას, გვარამიას, ბერძენიშვილის და მისი თანამოაზრეების განცხადებებმა არსებული შანსებიც დაუკარგა. შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დავით ზურაბიშვილი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკუთარ რადიკალიზმშია დაკარგული და სწორედ ამიტომაც იღებენ საკადრის პასუხს ამომრჩევლისგან.
